გაიმართება კონსულტაციები, უახლოეს დღეებში დამტკიცდება მთავრობის შემადგენლობა – კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები.

„რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, უახლოეს დღეებში გაიმართება უმარავლეოსბის ფორმატში კონსულტაციები, დასახელდებიან კანდიდატები.

მომავალ კვირაში ან იმის მომდევნო კვირაში შეიძლება დასრულდეს სამთავრობო პროცედურა და უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა“,- უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.