გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსის გამო გამწვავებული თანმხლები დაავადებების შედეგად გარდაიცვალა

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა, კორონავირუსის გამო გამწვავებული თანმხლები დაავადებების შედეგად დღეს დილით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, 73 წლის გუტა ვაშაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

დღეს, 16 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2495.

ჩასწორება: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო – „გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა“, რომელიც მომზადდა პარტიის პრესსამსახურის მიერ დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მოგვიანებით, პარტიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ  გუტა ვაშაძე კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებული იყო და მისი გარდაცვალება ვირუსის გამო თანმხლები დაავადებების გართულებამ გამოიწვია.