თბილისი - 1282, იმერეთი - 489 | განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2981 ახალი შემთხვევების გადანაწილების სტატისტიკას ავრცელებს.

NCDC-ის ინფორმაციით, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1282 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 489, ქვემო ქართლი – 229, აჭარა – 228, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 227, შიდა ქართლი – 160, კახეთი – 145, მცხეთა-მთიანეთი – 87, სამცხე-ჯავახეთი – 55, გურია – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.


დღეს, 17 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ცნობით, გარდაიცვალა 31 პაციენტი და გამოჯანმრთელდა – 2001.