თბილისში 1 252 ახალი შემთხვევა; იმერეთი - 495 | განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

ბერდია სიჭინავას  თქმით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა
  • აჭარა – 197
  • იმერეთი – 495
  • ქვემო ქართლი – 236
  • შიდა ქართლი – 158
  • გურია – 51
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217
  • კახეთი – 152
  • მცხეთა-მთიანეთი – 80
  • სამცხე-ჯავახეთი – 43
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვ“, – განაცხადა მან.


დღეს, 19 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.