თვის ბოლოს იქნება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება ახალი თავმჯდომარე - უდუმაშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „TV პირველთან“ განაცხადა, რომ სხდომაზე იმსჯელეს პარტიის მომავალი თავმჯდომარის არჩევის წესზე.

„პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი საკითხი იყო დღის წესრიგში – ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

თუმცა, მანამდე ალბათ პირველად ჩვენი პარტიის ისტორიაში მოხდება პარტიის თავმჯდომარის ყველაზე გამჭვირვალე არჩევა, ელექტრონულად მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა. 10 ათასობით მხარდამჭერს და ჩვენს პარტიის წევრს საშუალება ექნება მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი თავმჯდომარე, “- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით გამოიკვეთა პარტიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.