იქნება მწვავე კითხვები – ზარქუა მინისტრობის კანდიდატებზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მისივე გუნდის მინისტრობის კანდიდატების მოსმენამდე ამბობს, რომ მათთან ექნება „მწვავე კითხვები“, იმაზე, თუ როგორ გეგმავენ პანდემიასთან გამკლავებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლა, რომ მთავრობის დამტკიცების დროს მოვისმინოთ კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული გეგმა, როგორ აქვთ გაწერილი, ამ პანდემიის ჟამს სიტუაციიდან გამოსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მწვავე კითხვებიც იქნება, როგორ გეგმავენ ისინი, რომ გაუმკლავდნენ ამ პანდემიას. როგორ გააკეთებენ იმას, რომ ხვალ და ზეგ ჩვენმა მოსახლეობამ გაცილებით უკეთ იგრძნოს თავი”, – ამბობს ზარქუა „ფორმულასთან“ საუბრისას.

დღეს, 21 დეკემბერს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა დაიწყო.

დღეს ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავიანთ გეგმებს მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და ივანე მაჭავარიანი წარადგენენ.