ვიყოთ მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ერთმანეთთან - გამყრელიძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იანვარში, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უნდა შემცირდეს ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში.

„წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი იმავე მაღაზიებში, რომ გაიხსნება. არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ ჩვენ მაქსიმალურად იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება, შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში

რა თქმა უნდა, ამ ოდნავ შემსუბუქების პირობებშიც გვექნება ზრდის გარკვეული ტენდენცია ისევ, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე, რათა ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ მეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობისა და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.