თუ დადასტურდება, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება - გამყრელიძე COVID-19-ის ახალ შტამზე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით სავარაუდო ინფიცირების შემთხვევების შესახებ ისაუბრა.

გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს გენომის სეკვენირება* ერთ ისეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეჭვის საფუძველს ქმნის.

„ამ გენომის სეკვენირებას სჭირდება 4-5 დღე და ალბათ კვირის ბოლომდე გვექნება პასუხი. დანარჩენ 3 შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა, რათა იმათი ნიმუშები იქნეს, თუმცა პირველად ნიმუშზე გვაქვს ეჭვი, რომ ხელმწორედ მოვიპოვოთ ნიმუში და ჩატარდეს კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ დადასტურდება საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, ამაში „არაფერი განსაკუთრებული არ იქნება“.

„იცით, რომ საქართველომ ჩაკეტა, შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო ბრიტანეთში ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის. ახალ შტამს და რესპირაციულ ვირუსებს ხშირად ახასიათებთ მუტაცია. არ არის მოულოდნელი, ამ მუტაციის შესახებ სექტემბერშიც იყო ცნობილი და ბრიტანეთში ბევრს რომ დაუდასტურდა, მერე მიეცა ფართო საინფორმაციო კამპანიის სახე. ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

ის არ არის უფრო ვირულენტური, ანუ აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი, ერთადერთი, რასაც ამბობენ მეცნიერები, ბრიტანეთიდან ძირითადად, უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.