იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების შედეგად კი 23 ქალ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასულების შემდეგ განაცხადა.
„პენიტენციურმა სისტემამ პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება დაიწყო. ეს უკვე მიმდინარეობს და გრძელდება. პირველ რიგში, ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან, გეგმაზომიერად მივყვებით, ჯერ ჩავუტარეთ არასრულწლოვნებს, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტუდა კოვიდი. ისინი იზოლირებულები არიან, მათი თანამესაკნეები არიან იზოლირებულები. ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება. არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის არ არსებობს. ჩვენ 9 ათასამდე ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე ვართ პასუხისმგებლები. არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.