კორონავირუსით ერთი პატიმარი გარდაიცვალა - იუსტიციის მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, მას მე-7 დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა და ის სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება. ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების  შედეგად კი 23 ქალ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.