ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „პუბლიკას“ პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

„კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. მდგომარეობა სტაბილურია. დამატებითი ჩარევები არ სჭირდება. კლინიკაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ „პუბლიკასთან“ საუბრისას.

შარტავას ინფორმაციითვე, მეუფე ანტონს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.