საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 880 და გარდაიცვალა 23 კოვიდპაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.