სისტემა გვაქვს დასანგრევი ბიძინას მეთაურობით და თუ მის მეთაურობას აღარ ვითვალისწინებთ, არასწორად ვივლით - ხოშტარია

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წასვლას ეხმაურება.

„გილოცავთ ხელისუფლების ცვლილებას, ვინც მართლა განიხილავთ რომ წავიდა.

წასვლა ნიშნავს სადავეების აღარარსებობას, დათმობაც კი არასწორი სიტყვაა, თუ გაქვს და ამბობ, აი, აღარ გამოვიყენებ, სიტყვაზე მენდეთ, არ არსებობს.

აი პოლიციელი დადის „დუბინკით“, იარაღით და ამბობს, აღარ ვარ პოლიციელი, აღარ გამოვიყენებ ამასო. ეხლა აქვს თუ არა სადავეები?

წარმოიდგინეთ, გომელაური, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და, როგორც მინიმუმ, არ ფიქრობს ბიძინაზე. ან შოთაძე, ან კობახიძე, ან თალაკვაძე… სია უსასრულოა და ეხება ყველა ინსტიტუტს.

ამას თეორიული კამათისთვის არ ვამბობ, არასწორად შეფასებული რეალობა შეცდომებს დაგვაშვებინებს. სისტემა გვაქვს დასანგრევი ბიძინას მეთაურობით და თუ მის მეთაურობას აღარ ვითვალისწინებთ, არასწორად ვივლით“, – წერს ხოშტარია Facebook-ში.