„გარკვეული ხნით საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს“ - უსუფაშვილი

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გარკვეული ხნით საჯარო სივრციდან დისტანცირება უწევს. მან ამის შესახებ  ინოფრმაცია Facebook-ზე გაავრცელა.

„მეგობრებო, გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.

ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.

ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს.
„ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის“ მალე გახარებას გისურვებთ, “- წერს ის.

დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში. ასევე, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-216). 2019 წლიდან კი პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.