„ახლაც მგონია, რომ მასთან კომუნიკაციის რესურსი იყო, რიგ პოლიტიკოსებს შორის პერსონალურმა დაძაბულობამაც ითამაშა როლი” – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ალეკო ელისაშვილზე საუბრისას, ტვ “პირველთან”.
იგი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეს – “რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ტონი შეარბილა ალეკოს მიმართო, მე მიგულისხმა ალბათ ბატონმა მამუკამ, ტონი შევარბილე კი არა, არ ვამწვავებ, თორემ გინახივართ თავდაყირა სტუდიებში და ქუჩებშიც, არ ვამწვავებ.
ეს იმას არ იშნავს, რომ არ ვამართლებ მამუკა ხაზარაძეს და არ ვამტყუნებ ალეკო ელისაშვილს, ადამიანს არ ვიცნობ, ვინც მოიწონა გუშინ რაც მოხდა იქ” – ამბობს ნიკა მელია.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი “ქართული ოცნების” კვალს ელისაშვილის ქმედებებში, იგი ამბობს, რომ ბევრი რამ ემთხვევა, მაგრამ დაჯერება არ სურს.
„ძალიან განსხვავებული ადამიანია, ემოციური ადამიანია, მოხვდა თავისებურ სიგიჟეში, სადაც ნორმალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმებოდა. კი არ ვამართლებ, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე და ერთობა, ოღონდ რეალური და არა ფურცელზე”. – ამბობს ნიკა მელია.
ერთობისა და სიმშვიდის კონტექსტში ის ამბობს, რომ იგი არ აყვება, მაგალითად იგივე გიორგი ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მან მისთვის მიუღებელი განცხადებები გააკეთა. რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზნები აქვს.