მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და რეგულაციების მოხსნას ითხოვენ, გაჟღერდა, რომ სახელმწიფოს ამ შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აანონსებენ.
„ამ მომენტიდან 48 საათი ეძლევა ხელისუფლებას იმისთვის, რომ დააბრუნოს ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელსაც ჰქვია არჩევანის თავისუფლება. 48 საათის შემდეგ, თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, დაიწყება ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირება. ეს არის მნიშვნელოვანი. უნდა გაიგონ [ხელისუფლების წარმომადგენლება], რომ ჩვენ უკვე არ ვითხოვთ – ჩვენ უკვე მოვითხოვთ იმიტომ, რომ თხოვნების დრო წავიდა.
ერთი წელია ვიხვეწებით ამას და ვითხოვთ. აღარ არის [მოთხოვნის] დრო ნამდვილად ? ჩვენ მოვითხოვთ, რომ 48 საათის განმავლობაში, ვისაც ეხება ეს – იქნება პრემიერი, ვიცე-პრემიერი თუ ა.შ. გააკეთოს კონკრეტული განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რეჟიმს“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე პაიკიძე.
მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია, სახელწოდებით „სოცაფეთქება“ იმართება. აქციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტები“ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია აერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს
როგორც აქციის Facebook-ღონისძიებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით ითხოვენ:
- ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა;
- სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა;
- ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;
- საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;
- სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.
ადამიანის სუპერძალა არის არჩევანის თავისუფლება. თქვენ თუ ეს არ გაგაჩნიათ, მაშინ ცხოვრება არ არსებობს, ის რისთვისაც არის ადამიანი გაჩენილი არ არსებობს – ეს არის თავისუფლება