პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა.
„ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ქვეყანას უზრდის 4 შვილს. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნის ევროპული ტიპის საგანმანათლებლო სივრცეებს ჩვენს საყვარელ საქართველოში და მე ძალიან მინდა საქართველო გახდეს შვეიცარიის დონის სახელმწიფო.
რეზო ჩომახიძე – საქართველოს წარმატებისა და გამარჯვების სიმბოლო მსოფლიოსში. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ ის არის ცოცხალი ლეგენდა ქართული სპორტის. არ არსებობს ალბათ ადამიანი ვინც არ ინატრებდა რეზო ჩომახიძის გუნდში ყოფნას. ძალიან მიხარია, რომ რეზო ჩომახიძე იქნება დღეიდან ამ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი.
ანა გოგოლაძე – ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის პერსონიფიკაცია განათლების და კვალიფიკაციის. მიხარია, რომ ჩვენი განახლებული გუნდის ფარგლებში ეძლევა შესაძლებლობა შექმნას ახალი შესაძლებლობები, ახალი პლატფორმა.
სოფო ჯაფარიძე – უერთდება ჩვენს განახლებულ გუნდ და დარწმუნებული ვარ რომ მისი მეთაურობით, რომელიც სათავეში უდგება ჯანდაცვის მიმართულებას ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ექნება ძალიან ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, “- წარადგინა პარტიის თავმჯდომარემ.
ნიკა მელიამ ასევე ქვეყანის ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და პარტიის ეკონომიკური გუნდის ახალი წევრები წარადგინა.
„ნონა მამულაშვილი – დიპლომატიისა და საერტაშორისო ურთიერთობების დოქტორი. ის მუშაობდა უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებში, მათი ინვესტიციების დაცვის კუთხით.
ზვიად ქვლივიძე – მას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარების კუთხით. ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი.
გიორგი თარგამაძე – მას აქვს ხედვა როგორ უნდა იყოს მოწყობილი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, “- ასე წარადგინა ახალი წევრები ნიკა მელიამ.
პარტიის გუნდის ახალი წევრები არიან ასევე:
მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
ნიკა ობოლაძე – იურისტი;
ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი;