პანდემიის გამო ჩარიცხული 200 ლარიანი დახმარებები ბანკებმა გაქვითეს - HRIDC

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით მომართეს მოქალაქეებმა, კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულები არიან  200-ლარიან სახელმწიფო კომპენსაციას იღებენ.

“ამ მოქალაქეების განმარტებით და არსებული საბანკო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ჩარიცხულია მათ საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ კონკრეტულმა ბანკებმა, ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დაფარვის მიზნით, გაქვითეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხები”. – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით მთავრობის ამ დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 45- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად,) და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას); ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ აჭრის მოქალაქეებს, დავალიანების დაფარვის მიზნით, ბანკი მიზნობრივ სახელმწიფო კომპენსაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანი გახლდათ სწორედ პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანების შემთხვევაში არ მომხდარა.  სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ადრესატამდე არ მისულა.


  • „საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და თითოეული შემთხვევა იქნას კონტროლზე აყვანილი;

  • კონკრეტულმა საბანკო დაწესებულებებმა ჩამოჭრილი თანხები  დაუყოვნებლივ დაუბრუნონ დაზარალებულ პირებს”.

– ვკითხულობთ განცხადებაში.