8 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში ტრანსპორტის მუშაობა აღდგება - გახარია

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4 %-ზე ქვემოთ, რაც მთავრობას აძლევს შესაძლებლობას შეზღუდვები დაანონსებულზე ადრე შეამსუბუქოს.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოს სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. თბილისში, რუსთავში და ქუთაისში ამოქმედდება მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები. 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში”, – განაცხადა გახარიამ.