გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე შეზღუდვების მოხსნაზე სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში ამოქმედდება ტრანსპორტი და ასევე ამუშავდება ყველა ტიპის ბაზრობა.
გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან სკოლებში სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში.
„15 თებერვლიდან ჩვენი შვილები საქართველოს ყველა ქალაქში სწავლას გააგრძელებენ საკლასო ოთახებში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.