რა შეზღუდვები იხსნება და როდიდან - გახარიას ბრიფინგი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა.

8 თებერვლიდან –  საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები.

8 თებერვლიდან – ამოქმედდება სრულად ასევე ბაზრობები

15 თებერვლიდან – სკოლები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში.

15 თებერვლიდან – კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.

„თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათი-კვირას. შემდგომი შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“, – განაცხადა გახარიამ.