კომისიაში იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია - ელისაშვილი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერის და პარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში, იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

„ამ ხალხს ჰყავდათ ცესკოს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3 800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ, გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, ეს პარტიები მონაწილეობდნენ. მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხალისე დამკვირვებელი გვყავდა, 3 800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდათ, არამედ კომისიის წევრები. თუ ათი ათასი კაცის ოქმები არ იქნება, სურათის დადგენა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.