პარტია „ლელო საქართველოსთვი“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესს გადაცემა „რეაქციაში“ სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „ბიზნესი აქეთ უნდა იბარებდეს [საჯარო] მოხელეებს“.
„საბჭოთა მენტალობას ასაკი არ აქვს, მე როგორც მივხვდი, რადგან ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ სივრცეში შევიდნენ. საბჭოთა მენტალობა არის, რომ ბიზნესს ელაპარაკებიან როგორც უფროსი – ადამიანს, რომელმაც ბიუჯეტში ფული უნდა გადაიხადოს. მე დღეს ტელევიზორს გადავავლე თვალი და ასეთი ანონსები იყო – „კანცელარიაში ბიზნესმენები დაიბარეს“ – ეს რა ფორმაა? აქეთ უნდა იბარებდეს ბიზნესი იმ მოხელეს, იმ პრემიერს თუ ეკონომიკის მინისტრს თუ ნებისმიერს, რომლესაც ფულს უხდის და რომელიც არის აბსოლუტურად არაეფექტური“, – აცხადებს ხაზარაძე.
მისივე თქმით, დღევანდელი პრემიერის განცხადება ბიზნესის ნაწილისთვის დახმარების შესახებ ცინიკური და მუქარის შემცველია.