კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი და გარდაიცვალა 18 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 808 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე 3.75%.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილისი 227 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 44, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

„ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 5 488 აქტიური შემთხვევაა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ქვეყანაში 538 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი. 274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.