პრემიერმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დაიკავებს გიორგი სახოკია, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. იგი 2005 წლიდან შსს-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2020 წლის აპრილიდან კი იყო სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძე, რომელიც 2013-2017 წლებშიც ეკავა აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად კი დავით ნოზაძე დაინიშნა. ნოზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. კონსტანტინე ანანიაშვილი ამ დრომდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქციაა ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, რაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს.

გიორგი გახარია გუბერნატორებს თითოეული საჯარო მოხელის ეფექტიანად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა…

Posted by საქართველოს მთავრობა on სამშაბათი, 09 თებერვალი, 2021