„აირია მონასტერი“, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას. „გროსმაისტერი დააბრუნეთ ფარჩაკებო!“, – წერს „გირჩის“ კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი Facebook-ზე.
აირია მონასტერი.
Posted by Iago Khvichia on Wednesday, February 17, 2021
პრემიერი გიორგი გახარია დღეს, 18 თებერვალს გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას თქმით, გახარიას წასვლამ აჩვენა, რომ „იგეგმებობდა ძალადობა ადამიანებზე“, ხოლო გახარიამ არ გადადგა მეორე ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რაც მისი თქმით, დასაფასებელია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიასა და მმართველ გუნდს შორის წყალგამყოფი იყო საკითხი, „სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა“.