„ამ კვირაში ჩვენ, სავარაუდოდ, ზეგ გავმართავთ პირველ სხდომას, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და ამ შემსუბუქებებს გამოვაცხადებთ“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ქეთი დუმბაძის შეკითხვას.
ქეთი დუმბაძე დაინტერესდა, ხომ არ შეიძლებოდა, სახელოვნებო სფეროებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე ეფიქრათ.