პოლიტიკური კრიზისის ძალითა და აგრესიით გადაჭრა მიუღებელია - ანა ფოტიგა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შტურმით შეჭრა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია.

არ შეიძლება პოლიტიკური კრიზისის ძალის გამოყენებით, აგრესიით, დამამცირებელი რიტორიკით გადაჭრა. წუხანდელი მოვლენები იყო საშინელება. ჩვენ ყველა სულ სხვა რამეზე ვოცნებობდით“, – წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციის ორგანიზებით 3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.