საერთაშორისო კრიტიკა სამწუხაროა, თუმცა მას ვერ დავეთანხმებით - სუბარი

პუბლიკა

ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნოა შეფასებები, ჩვენი ქვეყნისთვის ეს კარგი არ არის, თუმცა, ამავე დროს, ეს არის აბსოლუტურად არასწორი, ვერ დავეთანხმები ამ შეფასებებს, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეფასებებზე საუბრისას. მის კომენტარს 1TV.ge ავრცელებს.

„რაც არის კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის არის საქართველოშიც. რასაც ეწოდება იქ შიდა ტერორიზმი, იმას ჩვენთანაც ეწოდება შიდა ტერორიზმი. ჩვენ გაცილებით რბილი ტერმინები შევარჩიეთ, ამერიკისგან განსხვავებით.

რომ არ ეყოჩაღა პოლიციას 20 ივნისს, ზუსტად შეიძლებოდა დასრულებულიყო, როგორც ეს მოხდა კაპიტოლიუმში და არაერთი ადამიანი დაიღუპა. ყველაფერი რომ კარგად ჩატარდა, პოლიციას მადლობა ეკუთვნის. კრიტიკა სამწუხაროა, თუმცა მას ვერ დავეთანხმებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.