ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა მიმდინარეობს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუდასტურეს. პარტიის პრესსამსახურის თქმით, შეხვედრას ესწრებიან სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა.

„ვაპირებთ ვისაუბროთ კომპლექსურად ბევრ საკითხზე, რაც შეეხება დასავლეთის მიერ უახლოეს დღეებში საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას, იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს ზეწოლა ხელისუფლებაზე“, – განუცხადა მედიას სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იქნებიან, რადგან ეს არის ოპოზიციის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან.

თინა ბოკუჩავას თქმით, საუბრის თემა იქნება ენმ-ს ოფისის დარბევა, ნიკა მელიას დაკავება და ქვეყანაში არსებული კრიზისი.

ეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.