კიდევ რომელ ქვეყნებს გაუხსნის საქართველო საზღვარს | მთავრობის გადაწყვეტილება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგულაციების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განიხილეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ეტაპობრივი გეგმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ის ქვეყნებიც ჩამოთვალა, რომლებთანაც 1 მარტიდან გაიხსნება საზღვარი.

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე.

კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ  PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან დაემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.