გირაოზე გადაწყვეტილება არ შეიცვლება - ნუგზარ წიკლაური

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით,  პროკურატურის განცხადებამ აჩვენა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ არის პოლიტიკური დევნა და მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. მისი თქმით, ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

„უკანონო პოლიტიკური გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მიერ იყო პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დიქტატურის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. აგრეთვე, ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქმე არის  პოლიტიკური შინაარსის და  გადაწყდება მთავრობის შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემდეგ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა რჩება იგივე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იყოს უკანონო პოლიტიკური პატიმრების უპირობა გათავისუფლება და დაბრუნება მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი და ის ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას“, – განაცხადა წიკლაურმა.

ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ჩემი აზრით ეს არის უსური მცდელობა იმისა, რომ უპასუხოს იმ უპრეცედენტო ზეწოლას, რომელიც მოდის დასავლეთიდან.