ხაზარაძე: მზად ვართ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ

პუბლიკა

პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ის მზად არის მონაწილეობა მიიღო შარლ მიშელის მედიაციით დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრაში.

მისი თქმით, სავარაუდოდ, შეხვედრა ევროკავშირის ოფისში გაიმართება.

“დღეს შეიძლება ითქვას ახალი ფურცელი დაიწყო იმ კრიზისის დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. დღეს საბოლოოდ აღიარა ოცნებამ, რომ პოლიტიკურ კრიზისში ვარ. ჩვენი შეთავაზება, რომ მედიაციაზე გადასულიყო იქნა მიღებული და თქვენ მოისმინეთ მისი განცხადება, რომ მისი ჩართულობით იწყება მედიაციის პროცესი. ევროპის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ერთვება ამ კრიზისის დაძლევის პროცესში. კონკრეტული ვადაც არის მითითებული – ორი კვირა. ეს პროცესი არ შეიძლება გაიწელოს დიდი ხანი. ჩვენ სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.”  – განაცხადა ტვ “პირველის” ეთერში მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკურ ლიდერებს მისი მედიაციით შეხვედრაზე იწვევს.