საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებზე ეს არჩილ თალაკვაძის პირველი კომენტარია.
„ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა – ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – განაცხადა თალაკვაძემ.