ბოლო დროს ვაშინგტონში მწიფდება უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია "ოცნების“ ქმედებებით — რუსეთის საგარეო დაზვერვა

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური სამსახურის დირექტორის ნარიშკინის განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა  ნარიშკინმა განაცხადა, რომ ბოლო ხანებში ვაშინგტონში მწიფდება უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ქმედებებით.

„აშშ-ში ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული შეეჩვივნენ, „ხელის რეჟიმით“ მართონ საქართველოს პოლიტიკური პროცესები; უკარნახონ, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და რა კურსი გაატარონ ოპოზიციასთან მიმართებით. ბოლო ხანებში ვაშინგტონში მწიფდება უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ქმედებებით, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს  ამერიკელთა მოთხოვნების უსიტყვო შესრულებას. თეთრ სახლში შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ „მეოცნებეები“ ზედმიწევნით არ იცავენ დადგენილებას, უსიტყვოდ მისდიონ  ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ კურსს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები ცდილობენ ოპოზიციონერთა მხარდამჭერი  სისტემური საქმიანობის მოგვარებას და ამავდროულად „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.

„საქართველოს მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტის მისწრაფებას – საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად დაეყრდნოს ვაშინგტონის მფარველობას – მივყავართ დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვისკენ და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ როგორც საგარეო არენაზე, ასევე საკუთარ ქვეყანაში.“ – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო დაზღვევის სამსახურის უფროსის განცხადებაში.