სენატში საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება ვერ პასუხობს დემოკრატიის გამოწვევებს - დეკანოიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სენატში საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

„გუშინ გამართული მოსმენები აშშ-ის სენატში, რომელიც თავისი შინაარსით იყო პირველი და უნიკალური და მათ შორის თავისი კრიტიკით ხელისუფლების მიმართ იყო რეალურად იმის მტკიცებულება, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული ხელისუფლება, რომ საქართველოში ძლიერდება რუსული გავლენები. ის, რომ ნიკა მელია დაკავებულია, უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიაში; ის, რომ პოლიტიკური დევნაა; ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის პრაქტიკულად მიტაცებული და ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოხსენება გააკეთა მაკდონალდმა.

გარდა ამისა, ყველა სენატორი, ყველა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვინც იძლეოდნენ ამ აღწერილობას საქართველოს შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ საუბრობდნენ ერთს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც არის დღეს საქართველოში, ვერ პასუხობს დემოკრატიის გამოწვევებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.