საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია დაფუძნებულია

პუბლიკა

საქართველოს  STEM   მასწავლებელთა  ასოციაცია დაფუძნებულია საზოგადოებრივ საწყისებზე  და მისი მიზანია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში  STEM და STEAM  განათლების დანერგვის ხელშეწყობა, STEM მიმართულებით სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება, მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის ეფექტური შესაძლებლობების შექმნა.

STEM მასწავლებელთა ასოციაცია პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გეგმავს:

  • საინფორმაციო კამპანიის წარმოებას;

  • თემატური რესურსების შექმნასა და გაზიარებას;

  • შეხვედრების, კონფერენციებისა და კონკურსების ჩატარებას;

  • მასწავლებლებისთვის ტრენიგ-მოდულების შემუშავებას და ჩატარებას.

STEM ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის STEM განათლების  პედაგოგები,  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარმატებული პროექტიების ავტორები და გამარჯვებულები: ტოლია(უტა) კილასონია, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, ანა კინწურაშვილი, ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი, თინათინ ზარდიაშვილი, ქ. თბილისის N143-ე საჯარო სკოლის ქიმიის და N147-ე საჯარო სკოლის ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, სალომე ნასყიდაშვილი, ქ. თბილისის N55-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და  ეკა წულუკიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.