დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს და მისი წილი საერთო ცირკულაციაში დაახლოებით 20-30%-ია.
„დიახ, ცირკულირებს ახალი შტამი. დაახლოებით ლაბორატორიულად დადასტურებულია 80 შემთხვევა, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლით, რაც ჩვენ კვირაში ერთხელ მოგვდის. დღეს ძირითადად ბრიტანული შტამის ცირკულაცია საერთო ცირკულირებიდან 20-დან 30%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.