ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის 15 769 ანტიგენის და 9 982 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, გარდაიცვალა 11 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა;
- აჭარა – 76;
- იმერეთი – 43;
- ქვემო ქართლი – 33;
- შიდა ქართლი – 13;
- გურია – 13;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66;
- კახეთი – 13;
- მცხეთა-მთიანეთი – 4;
- სამცხე-ჯავახეთი – 3;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი.