მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ბრიფინგი მიმდინარეობს. ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეპიდისტუაცია თითქმის ყველა პარამეტრში გაუარესებულია, ამიტომ თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს, მასობრივი გავრცელება დაიწყება.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა აცრების შესახებ. მისი თქმით, მასობრივი აცრა ქვეყანაში ალბათ ივლისიდან დაიწყება.

„მაინც მცირეა აცრილების რაოდენობა, რამდენიც გვჭირდება. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვჭირდება ყოველდღიურად დაახლოებით 3 000-დან 5000-მდე აცრა, რომ მარტ-აპრილში ჩვენ გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ ქვეყანაში.

მასობრივი აცრები ჩვენთან დაიწყება დიდი ალბათობით ივლისში, როდესაც გვექნება შესაბამისი დოზები. სულ მცირე მარაგში გვექნება ნახევარი მილიონი დიზა ვაქცინისა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.