„ნაციონალური მოძრაობა", დიდი ალბათობით, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს - მინაშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა”, დიდი ალბათობით დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

ამის შესახებ „ნაცინალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში განაცხადა.

ეს მოსაზრება მან შედეგნაირად ახსნა:

„გამომდინარე იმ ხარვეზებიდან რაც ამ დოკუმენტს აქვს, იმ ორ ნაწილში რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და ვადამდელი არჩევნების მიბმას ადგილობრივთან, „ნაციონალური მოძრაობა” ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მაღალი ალბათობით. ეს არის ჩვენი პოზიცია” – თქვა მან.

ამ განცხადებისას მას „ნაციონალურ მოძრაობასთან” ბლოკში მყოფი პარტიის, „რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე შეეკამათა და ჰკითხა, „თუ რა იყო პოლიტიკური გეგმა?” და „ასე ხომ  ნიკა მელია ციხეში რჩება?” – რაზეც მინაშვილმა მას უპასუხა, რომ მორალის ენაზე ნუ ელაპარაკება.