სალომე ზურაბიშვილი მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გიორგი რურუას შეწყალების შესახებ განცხადებით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მზად არის, ქვეყანაში არსებული კრიზისის დასასრულებად შეიწყალოს გიორგი რურუა, რომელიც, მისივე თქმით, არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში და ამას გააკეთებს მას შემდეგ, რაც პარტიები მოაწერენ ხელს შეთანხმებას და შევლენ პარლამენტში.

“ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.