კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა.
„კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. საამისო არაფერი სჭირს კახი კალაძეს. რაც შეეხება მერობას, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განცხადებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით, როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები და ასევე საკრებულოს მიმართულებით, მთელი ქვეყნის მაშტაბით“, – განაცხადა კახა კალაძემ.