BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა მასობრივი ჭყლეტის შედეგად ლაგ ბა-ომერის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას. დაშავებულია ათობით ადამიანი.
გამოცემის ცნობით, დღესასწაულს ათობით ათასი ორთოდოქსი ებრაელი ესწრებოდა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, ჭყლეტა მაშინ დაიწყო, როდესაც ძალიან ვიწრო გასასვლელში გადაადგილებას ათასზე მეტი ადამიანი ცდილობდა, რამდენიმე მათგანის წაქცევა კი პანიკის მიზეზი გახდა.