ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალ ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია ყოველკვირეულად აახლებს, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
ჯანმოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ ყველა რეგიონში იკლო, გარდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონისა და ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მეტად ევროპის რეგიონში შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების თანახმად, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 2 387 663 – ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 13%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით.
ჯანმოს მონაცემებით, მე-2 ადგილზეა ბრაზილია, 437 076 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 3%-ით მეტია. მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, 235 638 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 21 %-ითაა შემცირებული. მე-5 და მე-6 ადგილზე კი – არგენტინა (151 332 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (115 834 ახალი შემთხვევა) არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 86 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.