აღარ ვაპირებ, კენჭი ვიყარო პარტიის გენერალურ მდივნად – უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მსგავსად ისიც აღარ აპირებს პარტიის მომდევნო ყრილობაზე გენერალურ მდივნად კენჭისყრას.

„არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერალურ მდივნად. შემდეგი ყრილობის მერე არ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე ჩვენ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები.

მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან  ცუდი. შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩემი აზრით და რწმენით, ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე ეს მე გავაკეთე.

მე აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება. მე ჩემს თავს ვხედავ სწორედ საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემშავებაში და ა.შ.“, – ამბობს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, პარტიას სჭირდება განახლება, განახლებისთვის კი აუცილებელი პირობაა, პარტიის სამივე ლიდერი გვერდით გადგეს.

დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბარქარძემ განაცხადა, რომ მაისიდან „პაუზას იღებს პარტიული ცხოვრებიდან, თუმცა რჩება ოპოზიციურ ფლანგზე”.