აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები - მინისტრი კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის ბავშვის შესახებ

პუბლიკა

„სამწუხაროდ, დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე“, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა კორონავირუსით 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ეს პაციენტი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს გული გაუჩერდა, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში 22 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1673 შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა კიდევ 2881 ადამიანი.