აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია და ტარდება სალიკვიდაციო სამუშაოები - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში აგლაძის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამკლიანება და ღია ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე. ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.