ალექსანდრე კობერიძის ფილმი ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

პუბლიკა

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

სინოფსისის მიხედვით, ფილმი ლიზასა და გიორგი სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.

წლევანდელ მთავარ კონკურსში მონაწილეობენ ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ჰონ სანგ სუ, სელინ სიამა და ა.შ.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ერთ ქართულ ფილმს აჩვენებენ – სექციაში „ფორუმი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ 17 ფილმს შორის მოხვდა.