ამ დაავადების დასაძლევად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ განწყობას - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აუცილებელია სოციალური დისტანცირება. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ინფექცია უსიმპტომოდ იყოს ორგანიზმში და ვირუსის მატარებელი არ იყოს დაავადებული, თუმცა იყოს გამავრცელებელი.

ადამიანები, რომლებიც ვცხოვრობთ ამ საუკუნეში, 80%-ის შემთხვევაში, შესაძლებელია ასიმპტომურად გადავიტანოთ. რას ნიშნავს ეს – შეიძლება ვიყოთ მიმღები ინფექციის და გამავრცელებლები. ამიტომ არის მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მთავრობის, NCDC-ის მიერ სოციალური დისტანცირება.

თუ ვართ  20%-ში და თუ დავავადდით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია,  17%-ს  დასჭირდეს ინტენსიური თერაპია, რომელშიც გაერთიანებულია, საშუალო და მსუბუქი შემთხვევები, ხოლო ადამიანების 3-დან 5 პროცენტამდე შეიძლება დასჭირდეთ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი“, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ვირუსის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განწყობა.

„ამ დაავადების დასაძლევად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ალბათ ყველას გაგვიგია, უზნაძის განწყობის თეორიას. ვიყოთ ყველა კარგ განწყობაზე“, – თქვა რატიანმა.